საინტერესო დღე იყო, როგორც ყოველთვის.ვისაუბრეთ ფასილიტაციის მასალებზე.დღეს ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ არაქართულენოვანი, სპეციალური საჭიროების მქონე და განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები პროექტში ეფექტურად. შევავსეთ პროექტის გეგმა. გვაქვს საშინაო დავალება შესასრულებლად. დიდი მადლობა...
суббота, 27 сентября 2014 г.
пятница, 26 сентября 2014 г.
დღე მე-7
მნიშვნელოვანი დღე იყო, ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასება. გავიხსენეთ ტესტების შედგენა და მოსწავლეებთან გადაგზავნა. გავაკეთეთ ჯგუფური აქტივობა, რომელიც ამავე დროს სახალისოც იყო, შევაფასეთ ერთმანეთის ჯგუფების შედეგები, ვიმსჯელეთ რა იყო მართებული და ეს აქტივობა დავაკავშირეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებასთან.დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის ასეთი ყურადღებისთვის.
суббота, 20 сентября 2014 г.
მე-5 დღე
საინტერესო დღე იყო. შევისწავლეთ ჩვენი პრეზენტაციების ბლოგებზე განთავსება, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. ბევრ სიახლეს ვსწავლობთ. დიდი მადლობა. :)
четверг, 11 сентября 2014 г.
დღე მე-4
საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იყო. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს სასწავლო პროექტზე. ვიმუშავეთ პროგრამა PowerPoint- ში. ასევე გვაქვს სახლში მოსამზადებელი დავალებაც. დიდი მადლობა, ბატონ დიმიტრის, ასეთი ყურადღებისთვის.
среда, 10 сентября 2014 г.
დღე მე-3
საინტერესო იყო ეს დღეც, როგორც ყოველთვის. განვიხილეთ სტანდარტებთან შესაბამისობა, როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი პროექტი სტანდარტებს. ვისაუბრეთ მიმართულების საკვანძო კითხვებზე: ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. შესაბამისად ვმუშაობთ გეგმაზეც. დიდი მადლობა ამ ტრენინგისთვის, რადგან ბევრ საჭირო და მოსწავლეებთან გამოსაყენებელ საკითხს ვსწავლობთ. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს, ასეთი ყურადღებისთვის.
воскресенье, 7 сентября 2014 г.
დღე მე-2
ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიმუშავეთ პუბლიკაციის გამოყენებაზე, ბროშურების შექმნაზე, ნაწილობრივ დავგეგმეთ შესასრულებელი პროექტი. შევქმენით ბლოგი. ძალიან მომეწონა, ბევრი სიახლე გავიგე, პროექტებზე მუშაობით ნამდვილად უფრო მოტივირებულნი იქნებიან მოსწავლეები და ბევრ სიახლეს შეისწავლიან. კარგია ინფორმაციულ საკონუმიკაციო ტექნოლოგიების ასე სიღრმისეულად დანერგვა სკოლებში. დიდი მადლობა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)